საქართველოს პარლამენტი აზარტული თამაშების სექტორისთვის გადასახადების ზრდის კანონპროექტს უკვე განიხილავს. ცვლილების შედეგად, 2024 წელს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების მობილიზაცია 400 მილიონი ლარით გაიზრდება.
საგადასახადო კოდექსში, ასევე აზარტული თამაშების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები ასეთია:
სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-დან იზრდება 15%-მდე;
სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან თანხის გატანისას საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 2%-დან იზრდება 5%-მდე.
სათამაშო აპარატების სალონის მომწყობ პირთათვის საშემოსავლო/მოგების გადასახადის ნაწილში განისაზღვრება ახალი დასაბეგრი ბაზა მოგების და საშემოსავლო გადასახადის 15-პროცენტიანი განაკვეთი (ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელიც სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა).
სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ხდება მის მიერ თამაშობის მომწყობისგან გატანილი თანხა.
“კანონპროექტის მიღების შედეგად, საშემოსავლო და მოგების გადასახადების არსებული ზღვრული განაკვეთების ფარგლებში, იზრდება სათამაშო აპარატების სალონისა და სისტემურელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთა და შესაბამის თამაშობებში მონაწილეთა საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთები. ამრიგად, 2024 წლის მიხედვით, სავარაუდო ფინანსური შედეგი აღნიშნული პირებისათვის მდგომარეობს მათ მიერ გადასახადების სახით ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონი ლარის გადახდაში, მათ შორის, აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირებისგან და სათამაშო ანგარიშიდან თანხის გატანიდან ფინანსური ეფექტი შეადგენს დამატებით 250 მილიონ ლარს, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის მომწყობ პირთაგან და ამ სალონების სათამაშო ანგარიშიდან თანხის გატანიდან – 150 მილიონ ლარს,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
აზარტული თამაშების სექტორი დღეს რამდენიმე ძირითადი გადასახადით იბეგრება. სექტორის ყველაზე დიდი წილი ელექტრონული თამაშების ოპერატორებზე მოდის, მათთვის 2022 წლიდან მოგების 10%-იანი გადასახადი მოქმედებს. ამ კომპანიებისთვის იბეგრება მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%, ანუ GGR-ის 10%. GGR-ის განაკვეთი გახდება 15%.
“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…